დაბრუნების პირობები
ნივთის დაბრუნების და გადაცვლის პოლიტიკა
პროდუქციის შეცვლის პირობები:
1. პროდუქცია ექვემდებარება გაცვლას იმ შემთხვევაში თუ:
- პროდუქციას გააჩნია ქარხნული წუნი (რომელშიც არ იგულისხმება მექანიკური დაზიანება).
- შეკვეთის ფორმირებისას სავაჭრო ობიექტმა დაუშვა შეცდომა, რის შედეგადაც მიიღეთ არასწორი მოდელი ან/და არასწორი მახასიათებლების მქონე პროდუქცია.
- შეკვეთიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში გადაწყვიტეთ შეძენილი პროდუქციის გაცვლა სხვა მსგავს მოდელში. აღნიშნულ შემთხვევაში, თქვენი პროფილიდან შეკვეთების გვერდზე უნდა შეავსოთ გაცვლის ფორმა.
2. შპს „მასტერ სერვის გრუპი“ მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნებისას/შეცვლისას უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას იმ შემთხვევაში, თუ:
- პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
- პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
პროდუქციის დაბრუნების პირობები
1. პროდუქცია ექვემდებარება დაბრუნებას ყიდვიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში, იმ შემთხვევაში თუ:
- არ არის დაზიანებული პროდუქციის შეფუთვა, შენარჩუნებული აქვს სასაქონლო იერსახე, სამომხმარებლო თვისებები, ბჟენები, ქარხნული იარლიყები და ა.შ.
- პროდუქცია არ იყო გამოყენებული.
2. პროდუქციის დაბრუნების დროს აუცილებლად უნდა წარმოადგინოთ შესყიდვის ქვითარი, ან სხვა რაიმე დოკუმენტი რომელიც ადასტურებს გადახდას. ასევე მყიდველის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
3. პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ შპს „მასტერ სერვის გრუპი“ საინფორმაციო ცენტრს და აცნობოთ პროდუქტის დაბრუნების შესახებ ან თქვენი პროფილიდან შეკვეთების გვერდზე შეავსოთ დაბრუნების ფორმა.
4. პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა კომპანიას აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი (შესაძლებელია საჭირო გახდეს პროდუქტისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა ვებ.საიტზე (https://shopmaster.ge/) არსებულ მიმოწერის ველში.
5. პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის დროს პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვ.).
6. შპს „მასტერ სერვის გრუპი“ მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში იღებს ვალდებულებას მომხმარებელს აუნაზღაუროს მომხმარებლის მიერ პროდუქტში გადახდილი თანხა:
- 100%, იმ შემთხვევაში თუ: პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გაუხსნელია, დაუზიანებელია და თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.);
- 100% - იმ შემთხვევაში თუ პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი ან პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს ან პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში და თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.).
- 90-100%-მდე იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გახსნილია და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი და არ შეინიშნება ვიზუალური ხარვეზი, და ასევე თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.).
- თუ დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს არ აქვს შენარჩუნებული ყველა ფუნქციონალური ან/და ვიზუალური მახასიათებელი ან/და არ ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.) კომპანია უფლებას იტოვებს არ დაიბრუნოს პროდუქტი და შესაბამისად, არ დააბრუნოს პროდუქტში
- თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მომხმარებელს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.
- . შპს „მასტერ სერვის გრუპი“ წინამდებარე მუხლით დადგენილი წესით მომხმარებელს შეძენილი პროდუქტის ღირებულებას აუნაზღაურებს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
7. შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
- არ არის დაწყებული შეკვეთის დამუშავების და პროდუქციის შიდა გადაადგილების პროცესი.
- პროდუქცია არ არის გასული საწყობიდან ანუ არ არის დაწყებული მომხმარებელთან ტრანსპორტირების პროცესი.
- 7.1 და 7.2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია მოხდეს ნაწილობრივ, კომპანიის მიერ გაწეული ხარჯის გამოკლებით ან ანაზღაურების პირობით.
- კომპანიას უფლება აქვს არ გააუქმოს შეკვეთა, თუ არსებობს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან სხვა გაუთვალისწინებელი საფუძველი.
ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულების ანაზღაურების წესი
1. შპს „მასტერ სერვის გრუპი“მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნებისას/შეცვლისას ანაზღაურებს ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას, იმ შემთხვევაში, თუ:
- პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
- პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
- პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;
- მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა კომპანიის მხრიდან;
2. ყველა სხვა შემთხვევაში, ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას ანაზღაურებს მომხმარებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია თავად უზრუნველყოს ნივთის ტრანსპორტირება ქ. თბილისში ა.წერეთლის N140 მდებარე საწყობში,ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე;